პროდუქტის შეძენა და თანხის დაბრუნება

პროდუქტის შეძენა

ონლაინ შეკვეთა საკმაოდ მარტივი პროცესია. კალათიდან, სადაც დამატებული გაქვთ სასურველი პროდუქცია, ღილაკის „შეკვეთის გაფორმება“-ის მეშვეობით გადადიხართ შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც შეიყვანთ პირად მონაცემებს და მიწოდების მისამართს.
შემდეგი ნაბიჯი არის ანგარიშსწორების მეთოდის არჩევა.
ონლაინ ანგარიშსწორება (Visa/MasterCard/Amex) – ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება ხდება ონლაინ, თქვენი ბარათის მეშვეობით. პროდუქტის გამოგზავნისას ხდება თანხის ავტორიზება.

თანხის დაბრუნება

იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი პროდუქტი ამოიწურა საწყობში და ვერ მოხერხდა შესაბამისი პროდუქტის მოწოდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად აანაზღაუროს გადახდილი თანხა ხუთი სამუშაო დღის პერიოდში.